2012-2013 სასწავლო წლის წლიური ანგარიში

. . . ქართულ - ინგლისური სკოლა ბრიტანიკა “-

2012-2013 სასწავლო წლის

წლიური ანგარიში

  • 2012-2013 სასწავლო წელი სკოლაში დაიწყო3 სექტემბერს.
  • სკოლა სასწავლო წელს შეხვდა განახლებული რემონტით. განახლდა აგრეთვე სასკოლო ინვენტარის 50%-ი.
  • სკოლაში ირიცხებოდა 255 მოსწავლე, სასწავლო პროცესს უძღვებოდა 39 მასწავლებელი .
  • სასწავლო წელი დაამთავრა შვიდმა მეთორმეტე კლასელმა. მათ წარმატებით ჩააბარეს, როგორც სკოლის გამოსაშვები გამოცდები, ასევე ეროვნული მისაღები გამოცდები. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ჩაირიცხნენ:
  1. თავისუფალ უნივერსიტეტში - 2 ( ორივემ მოიპოვა 100% დაფინანსება)
  2. საქართველოს უნივერსიტეტში - 2;
  3. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში- 2
  4. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - 1 ( მოიპოვა 30% დაფინანსება)
  • დაწყებით საფეხურზე(1-6 კლასები) სწავლა დაიწყო თოთხმეტმა კლასმა, საბაზო საფეხურზე (7- 9კლასი) სამმა კლასმა, საშუალო საფეხურზე ( 10-12 კლასი) სამმა კლასმა.
  • შემუშავდა სკოლის სასწავლო გეგმა, რომელიც მთლიანად ეფუძნებოდა ეროვნულ სასწავლო გეგმას და შეირჩა გრიფირებული სახელმძღვანელოები.
  • გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამისა, სკოლაში მიმდინარეობდა გაძლიერებული სწავლების პროგრამით მუშაობა მთელ რიგ საგნებში.კერძოდ:
  1. დაწყებით საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის საათებს დაეთმო 12 საათი ;
  2. ინგლისური ენის სწავლება დაიწყო პირველი კლასიდან გაძლიერებული პროგრამით;
  3. რუსული ენის შესწავლა დაიწყო მე -2 კლასიდან ;
  4. მე-7 კლასიდან მოსწავლეები შეისწავლიან მესამე უცხო ენას - იაპონურ ენას;
  5. მე-8 კლასიდან მათემატიკას მოსწავლეები შეისწავლიან როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე ( ძირითადად მათემატიკური ტერმინოლოგიის დაუფლების მიზნით);
  6. VIII-XI კლასებში მოსწავლეები შეისწავლიან საგანს -მეცნიერება (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიის საწყისებს ინგლისურ ენაზე);
  7. მოსწავლის მაღალი ეროვნულ - ზნეობრივი განვითარების მიზნით დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს უტარდებით ეთიკისა და რელიგიის გაკვეთილები;
  8. სპორტის სახეობაში, გარდა კარატესი, დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს უტარდებათ ჭადრაკის გაკვეთილები.
  • მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში სკოლის მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მთელ რიგ სასწავლო - შემეცნებით-სამეცნიერო ღონისძიებებში, რომელიც ჩატარდა საერთაშორისო და რესპუბლიკურ დონეზე.

კერძოდ, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს:

  1. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, რომელიც ჩაატარა ეროვნული გამოცდების ცენტრმა. (მონაწილეობას იღებდა 50 მოსწავლე. აქედან ოლიმპიადის პირველი ეტაპი გადალახა 24 მოსწავლემ, მეორე ეტაპი- 6 მოსწავლემ, ხოლო მესამე ეტაპი - 2 მოსწავლემ).
  2. მოსწავლეთა 65-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე, რომელიც ჩაატარა თბილისის მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ ( მონაწილეობას იღებდა 19 მოსწავლე . აქედან პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო 4 მოსწავლემ ; მეორე ხარისხის დიპლომი-6 მოსწავლემ, ხოლო სიგელებით დაჯილდოვდა 9 მოსწავლე).
  3. კემბრიჯის სასერტიფიკატო გამოცდებში , რომელიც ჩააატარა ბრიტანეთის საკონსულომ საქართველოში ( მონაწილეობას იღებდა 10 მოსწავლე , 2 მოსწავლემ ჩააბარა FCE ტესტი , ხოლო 8 მოსწავლემ - PET ტესტი ).
  4. FLEX-ის პროგრამაში, რომელიც ჩაატარა ამერიკის საკონსულომ საქართველოში. (მონაწილეობას იღებდა 4 მოსწავლე, რომელთაგან ორი მოსწავლე ა. ღამბაშიძე და მ. მალიძე გადავიდნენ ფინალურ ეტაპზე და ერთი წლის მანძილზე სწავლა გააგრძელეს აშშ -ს სკოლებში).
  5. კარატე-დოს საერთასორისო ტურნირზე მე-3 ადგილი დაიკავა სკლის მოსწავლემ ლ. ხოსროშვილმა.
  6. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ მოწყობილ პროექტში გამარჯვება მოიპოვა ოთხმა მოსწავლემ.
  7. გამოფენაზე -„ მე მიყვარს თბილისი“ , რომელიც ჩაატარა ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეამ ( მონაწილეობას იღებდა 24 მოსწავლე ).
  • მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში ჩატარდა მთელი რიგი სასწავლო - სამეცნიერო და შემოქმედებითი ღონისძიებები. კერძოდ:
  1. სასკოლო სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია ( მონაწილეობას იღებდა 28 მოსწავლე).
  2. სასკოლო ტურნირი ჭადრაკში ( მონაწილეობას იღებდა 22 მოსწავლე ).
  3. ისტორიულ-შემეცნებითი პროექტი“ 13 ასურელი მამის გზა“( IX-XII კლასის მოსწავლეებმა ექსპედიციის სახით გაიარეს 13 ასურელი მამის გზა და მოინახულეს ეკლესია-მონასტრები).
  4. ეთნოგრაფიული ექსპედიციები “ საქართველო ლამაზო“ კახეთისა და ქართლის რეგიონებში.
  5. სასწავლო- შემეცნებითი პროექტი “ რა განძი გვქონია“ - ექსკურსიები თბილისის მუზეუმებში ( საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი, ფულის, თოჯინების, ეთნოგრაფიული, ქართულ საკრავთა მუზეუმები და ე. ახვლედიანის სახლ - მუზეუმი) .
  6. მხატვრული ნამუშევრების გამოფენა“ ჩვენ ვხატავთ სამყაროს“.
  7. მოსწავლეთა თვითშემოქმედების საღამო - “ ლექსი თვითონ მწერს“.
  8. შემოდგომის ზეიმი -„ ვაზის სიმფონია“.
  9. იაპონური ზღაპრის სამყარო - სპექტაკლი იაპონურ ენაზე ( მოწვეული იყვენენ იაპონიის ელჩი საქართველოში ბ-ნი კამოჰარა და საელჩოს წარმომადგენლები).
  10. პოეზიის საღამო-იაპონურ ენაზე (ღონისძიებას ესწრებოდა იაპონიის კონსული საქართველოში).
  11. ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებითი საღამოები და მხატვრული ღონისძიებები:
  • „პოეზიის რაინდი“ - მ. მაჭავარიანის შემოქმედება;
  • -„ მზიანი გული“ - ნ. დუმბაძის შემოქმედება;
  • - აკაკი წერეთლის შემოქმედდება;
  • - ლადო ასათიანის შემოქმედება;
  • - „სიბრძნის ჭა“ - ქართული ფოლკლორის ნიმუშები;
  • - „ დედაო-ენავ“- ანბანის დღესასწაული;
  • - „ საქართველო ტაძართა სალოცავი“ - ისტორიული ექსკურსი;
  • - „ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“;
  • - ქართული ცეკვის დღესასწაული;
  1. კალიგრაფიის კონკურსი.
  2. მხატვრული კითხვის კონკურსი.
  3. მათემატიკური პროექტი -„ მათემატიკა და ჩვენ “.
  4. ინგლისური პიესების საღამო.
  5. ინტელექტუალური თამაშები „ რა? სად? როდის?“.

ქართულ - ინგლისური სკოლა“ ბრიტანიკა“-ს დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ვფიქრობთ, რომ სასწავლო პროცესისა და ამ პროცესის შედეგების წარმატების აუცილებელი პირობაა ერთიანი , გუნდური პრინციპით მუშაობა; მოსწავლეებთან, მშობლებთან და გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობა; ყველა მნიშვნელოვანი საკითხისა და პრობლემის შესახებ პედაგოგიური კოლექტივის გუნდური მსჯელობა და განხილვა , რათა სკოლის დირექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სასწავლო პროცესის მიმართულება იყოს სწორი და პოზიტიური შედეგის მქონე .

ანგარიში შედგენილია ქართულ - ინგლისური სკოლა ბრიტანიკა “- დირექციისა და თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე .

Britannica.ge - ყველა უფლება დაცულია. 2013