მოსწავლისა და მშობლის ცნობარი

მოსწავლისა და მშობლის ცნობარი

ზოგადი ინფორმაცია

სკოლა „ბრიტანიკის“ სასწავლო დღე იწყება 9.30 და მთავრდება 15.25

სკოლაში მოსვლა და სკოლიდან წასვლა

  • იმ შემთხვევაში, თუ მშობელს რაიმე სერიოზული მიზეზის გამო მოსწავლის სკოლიდან დროზე ადრე გაყვანა დასჭირდა, მან ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს სკოლის დირექციას.
  • თუ გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეს მოაკითხავს მასწავლებლისთვის უცნობი პირი, მშობელმა ამის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს სკოლის დირექციას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლე სკოლიდან არ იქნება გაშვებული.
  • გაკვეთილების შემდეგ თითოეული კლასის ხელმძღვანელს გამოჰყავს თავისი კლასი შემოსასვლელ კართან, სადაც მოსწავლეებს დაელოდება მშობელი.
  • ყურადღება! სკოლა მუშაობს დახურული დღის რეჟიმით! გთხოვთ გაითვალისწინოთ სკოლის მოთხოვნა! 9.00-დან 15.25-მდე სკოლის შენობაში მშობლებისა და გარეშე პირთა შემოსვლა სასტიკად აკრძალულია.

გახანგრძლივებული კლასი

  • გახანგრძლივებული რეჟიმით სწავლება მიმდინარეობს 15.25-დან 17.30-მდე. მოსწავლეთა ჩარიცხვა გახანგრძლივებულ კლასში ნებაყოფლობითია.
  • გახანგრძლივებულ კლასში სწავლა ფასიანია. (თვეში 50 ლარი)
  • მოსწავლეთა გაყვანა ზემოთ აღნიშნულ დროზე ადრე აკრძალულია.
  • 15.25-დან17.30-მდე სკოლის შენობაში მშობლების შემოსვლა იკრძალება.

კვება

  • დაწყებითი სკოლის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება ცხელი სადილით.
  • ძირითადი მენიუ განისაზღვრება დირექციისა და მშობლების ურთიერთშეთანხმებით.

სკოლისა და ოჯახის კომუნიკაცა

  • ყველა კლასს ჰყავს თავისი დამრიგებელი, რომელიც პასუხისმგებელია მოსწავლეზე მისი სკოლაში ყოფნის პერიოდში.
  • კლასის ხელმძღვანელი არის ის ადამიანი, რომელსაც პირველ რიგში უკავშირდება მშობელი, თუ რაიმე კითხვა გაუჩნდა ან რაიმე ინფორმაცია ესაჭიროება.
  • საგნის მასწავლებელს ხვდება მშობელი კლასის დამრიგებელთან შეთანხმებით.
  • მშობელთა ინფორმირება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესახებ ხდება რეგულარულად, ყოველი თვის ბოლოს, მოსწავლის სახელზე ელექტრონული გვერდის საშუალებით.
  • მშობლები რეგულარულად არიან მოწვეულნი სასკოლო ზეიმებსა და მოსწავლეთა სხვა ღონისძიებებზე.
  • ყველა მოსწავლეს 1-6 კლასის ჩათვლით უნდა ჰქონდეს დღიური, რომელშიც იწერება საშინაო დავალებები და შეფასებები. დღიური აგრეთვე გამოიყენება სკოლასა და ოჯახს შორის კომუნიკაციისთვის. მასწავლებლებსა და მშობლებს შეუძლიათ დღიურში მოკლე ჩანაწერების გაკეთება.
  • თუ წამოიჭრება რაიმე პრობლემა, ვურჩევთ მშობელი დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კლასის ხელმძღვანელს. თუ პრობლემა ვერ გადაწყდა, საქმეში ჩაერთვება დირექცია.
  • თუ მშობელს სურს რაიმე თემაზე დირექციასთან პირადად საუბარი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წერილით ან ტელეფონით, რათა დაინიშნოს შეხვედრა.
  • თითოეული სტუმარი და მომსვლელი ვალდებულია დარეგისტრირდეს ტელეფონით სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთან და ტანსაცმელზე დაიმაგროს ნიშანი “სტუმარი“.
  • შეხვედრა დაინიშნება გაკვეთილების შემდეგ 15.25-16.00

ჩვენთვის ძვირფასია თქვენთან ურთიერთობა !
სასკოლო ფორმა

  • სკოლა ‘’ბრიტანიკაში“სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა.
  • ბიჭებს აცვიათ გრძელი შავი ფერის შარვალი, თეთრი პერანგი ან მაისური (წარწერების გარეშე); ზამთარში -ლურჯი ფერის პულოვერი.
  • უფროსკლასელი ბიჭები სკოლაში ცხადდებიან სუფთად გაპარსულნი და მოკლედ შეკრეჭილი თმით.
  • გოგონებს აცვიათ შავი ქვედაკაბა მუხლამდე და თეთრი მაისური ან პერანგი (წარწერების გარეშე); ხოლო ზამთარში კი მუქი ლურჯი ფერის სარაფანა-კაბა და თეთრი პერანგი ან პულოვერი (წარწერების გარეშე).
  • სპორტის გაკვეთილზე გოგონებს და ბიჭებს აცვიათ მუქი ლურჯი ან შავი სპორტული ფორმა.

მობილური ტელეფონი სკოლაში

  • მობილური ტელეფონით სარგებლობა სკოლაში შეზღუდულია. გაკვეთილების განმავლობაში მოსწავლე ვალდებულია გამორთოსM ტელეფონი გაკვეთილების დასრულებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება დისციპლინის დარღვევად და მოსწავლეს ტელეფონი ჩამოერთმევა 10 დღით

სხვა სკოლაში გადასვლის პროცედურა

  • მოსწავლეთა მობილობა ხორციელდება მშობლებთან დადებული ხელშეკრუ;ლების 4.5 პუნქტის საფუძველზე საბანკო ვალდებულების დაფარვისა და სკოლის კუთვნილი წიგნების დაბრუნების შემდეგ.

გაკვეთილების გაცდენა

  • მოსწავლეებს მოეთხოვებათ ყოველდღიურად იარონ სკოლაში, არ დააგვიანონ გაკვეთილზე შესვლა, დაესწრონ გაკვეთილს და სასწავლო ღონისძიებებს. გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მშობელმა უნდა დარეკოს სკოლაში იმ დღეს, როდესაც მოსწავლე აცდენს სკოლას , ხოლო როდესაც მოსწავლე დაბრუნდება სკოლაში, მან უნდა წარმოადგინოს გაცდენილი საათების წერილობითი ახსნა, ხელმოწერილი მშობლის მიერ ან ექიმის ცნობა. იმ შემთხვევაში , თუ მოსწავლემ გააცდინა საგამოცდო პერიოდი ან ტესტირება ავადმყოფობის მიზეზით, იგი არ იქნება გათვალისწინებული სასკოლო რეიტინგის სიაში. არასაპატიო მიზეზით (იგულისხმება სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწვეტილებით) ტესტის გაცდენისას მოსწავლეს დაეწერება არადამაკმაყოფილებელი შეფასება.

Britannica.ge - ყველა უფლება დაცულია. 2013