ექვსწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა

ექვსწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა

  1. მიზანი-დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას.შესძინოს მას თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება, განუვითაროს კულტურული ფასეულებათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწოფოსა კანონის მიმართ პატივისცემის ვალდებულება. სკოლის მთავარი მისიაა შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად, საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. ასევე, დაეხმაროს მათ მომავლაი განვითარების გზის არჩევაში ( გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში). ამისათვის ის გეგმავს განუხრელად იზრუნოს პედაგოგთა საქმიანობის ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი და დადგენილ ვადებში მოიპოვოს სახელმწიფო სერთიფიცირება. შექმნას შესაბამისი პირობები დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.
  2. სკოლის საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები: სკოლა ფლობს კომპონენტთა მნიშვნელოვან ნაწილს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის:
  • საკუთარი განახლებადი ვებ-გვერდი, ბიბლიოთეკა, მუდმივი ინტერნეტი;
  • სასწავლო პროცესის მონიტორინგის სამსახური, მაღალკვალიფიციური კადრი და ა.შ
  • საგანმანათლებლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით სკოლა ურთიერთობებს დაამყარებს სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებთან, საგანმანათლებლო, კულტურისა და სხვა სახის ორგანიზაცია-დაწესებულებებთან, ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პერსონალის, ადმინისტრაციის მუშაკთა და მოსწავლეთა მობილობას.
  • სკოლა სტრატეგიულ პერსპექტივაში პოზიციონირდება, როგორც მძლავრი სასწავლო ზოგადსაგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება მოიცავს შემდეგ ზოგად პრიორიტეტულ მიზნებს:
    • საქართველოს ინტერესთა ყოვლმხრივი გათვალისწინება, ქვეყნის სტრატეგიის შესატყვისი ფუნქციონირება;
    • სახელმწიფოს ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებაში მონაწილეობა; ავტორიზაციის გავლა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
    • პედაგოგიური პროცესის სრულყოფა ინოვაციური მიდგომების და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით;
    • მაღალინტელექტუალური მოზარდის და პიროვნების მომზადების ჰარმონიული განვითარების მიღწევა;

    სტრატეგიული მიზნების და ამოცანების შემუშავებისათვის აუცილებელია შედგეს სასწავლო დაწესებულების SWOT ანალიზი, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთ გავერკვეთ თუ რას წარმოვადგენთ ახლა, როგორი გვინდა ვიყოთ მომავალში, რა ფინანსურ-მატერიალური უზრუნველყოფა დასჭირდება დასახული მიზნების მიღწევას და როდის მივაღწევთ ამ მიზნებს.

    სკოლის SWOT ანალიზი

    ძლიერი მხარეები

    კაპიტალური შენობა;

    ავტონომიური ბიბლიოთეკის არსებობა;

    კონკურენტებთან შედარებით მაღალი შრომის ანაზღაურება;

    მაღალკვალიფიციური მდიდარი გამოცდილების მქონე პერსონალის არსებობა;

    სრულყოფილი ვებ-გვერდის არსებობა;

    მაღალი დონის საგანმანათლებლო პროგრამებით სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა;

    სტრატეგიული განვითარების გეგმის არსებობა.

    შესაძლებლობები

    ავტორიზაციის გავლა;

    საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალება;

    სპორტული მოედნის მოწყობა.

    სუსტი მახარეები

    სკოლის ინფრასტუქტურა;

    მასწავლებელთა პროფესიული გადამზადებისათვის ბიუჯეტიდან ფინანსური სახსრების არასაკმარისობა;

    მოსწავლეთა კვებით უზრუნველყოფა;

    უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის გამოცდილების არ ქონა.

    ამ მიზნის მიღწევისათვის შემდგი ექვსი წლის მანძილზე ყოველწლიურად , სკოლა განახორციელებს შემდეგ ამოცანებს :

    1. სკოლის სასწავლო გეგმა;
    2. სკოლის შინაგანაწესის შემუშავება
    3. ერთწლიანი და ექვსწლიანი სასწავლო გეგმის შედგენა
    4. საგნობრივი კათედრების სამუშაო გეგმებში სიახლეების დანერგვა
    5. სადამრიგებლო პროგრამის ამოქმედება
    6. გაკვეთილების ცხრილის შემუშავება
    7. პედაგოგთა და მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგება
    8. ხელშეკრულების გაფორმება პედაგოგებთან
    9. სკოლის საათობრივი ბადე
    10. სკოლის სასწავლო გეგმის შესაბამისობაში მოყვანა ეროვნული სასწავლო გეგმასთან, მისი დანერგვა და ფუნქციონირების ხარისხის შეფასება
    11. საგნობრივი სწავლების გაძლიერება მესამე საფეხურზე
    12. XII აბიტურის პროგრამის ამოქმედება
    13. სასწავლო პროცესის მუდმივი მონიტორინგი
    14. გრიფირებული სასწავლო სახელმძღვანელოების შერჩევა
    15. პატიოტული სულისკვეთების გაძლიერება
    16. საგაკვეთილო პროცესის მოდერნიზაცია
    17. მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა
    18. შიდა რესპუბლიკური და საერთაშორისო პროექტების დანერგვა და მართვა
    19. საჩვენებელი გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება ყველა საგანში
    20. კონფერენციების, სემინარების, ოლიმპიადების, შემეცნებით-სპორტული , კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა
    21. წრეობრივი მუშაობის დანერგვა და მართვა
    22. მოტივაციის სისტემის ამუშავება
    23. კედლის გაზეთების, ხელნაწერი ჟურნალების გამოცემა
    24. წარჩინებულ მოსწავლეთა კუთხის მოწყობა
    25. ინკლუზიური განათლება
    26. მმართველობის სწორი და ეფექტური დელეგირება
    27. მოსწავლეთა წრეების ჩამოყალიბება
    28. საინფორმაციო დაფის მოწყობა
    29. მოსწავლეთა, პედაგოგთა და ტექნიკური პერსონალის ორგანიზება
    30. მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების მონიტორინგის სისტემის შექმნა
    31. პედაგოგთა არგამოცხადების აღრიცხვა და შესაბამისი რეაგირება
    32. სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა
    33. მანდატურის შემოყვანა სკოლაში
    34. საკანცელარიო დოკუმენტეციის მოწესრიგება ( საკლასო ჟურნალების, ბრძანებების წიგნის, შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვის წიგნები, პედსაბჭოს მუშაობის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოება მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის მიღებისა და გაცემის წიგნების წარმოება, სხვა)
    35. ბიბლიოთეკის აქტიური ჩართვა სკოლის ცხოვრებაში
    36. საგნობრივი საკლასო კაბინეტების მოწყობა და მათი აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით
    37. სკოლის თვითშეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება
    38. მოტივაციის გაზრდა ფინანსური და წახალისების სხვადასხვა ფორმებით
    39. ორმხრივი კომუნიკაცია სკოლასა და მშობელს შორის
    40. ტრენინგები და სემინარები
    41. პედაგოგების თანამშრომლობა
    42. მასწავლებელთა მონაწილეობა სასერთიფიკაციო გამოცდებში
    43. სასწავლო კორპუსის შიდა რემონტი
    44. შენობის უკანა ეზოს მოწესრიგება
    45. პროექტორის დამონტაჟება საკონფერენციო დარბაზში
    46. სკოლის ბუფეტში უნაღდო ანგარიშსწორების დანერგვა

    Britannica.ge - ყველა უფლება დაცულია. 2013