სადამრიგებლო პროგრამა

ქართულ-ინგლისურ სკოლა “ბრიტანიკაში“ სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით პედაგოგთა ნებაყოფლობის საფუძველზე ყველა კლასს ენიშნება დამრიგებელი.
დამრიგებელს ევალება :

  1. სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს კლასის მშობელთა სავალდებულო კრება, სადაც დამრიგებელი მშობლებს გააცნობს სკოლის მიზნებს, დირექციის მოთხოვნებს, მშობლის უფლება-მოვალეობებს, ინფორმაციას სასწავლო საგნებსა და მასწავლებლებზე. ოპერატიულ საკითხთა გადასაწყვეტად შეიძლება მოწვეულ იქნას რიგგარეშე კრება.
  2. ყოველი სასწავლო კვირის ბოლოს საგნის მასწავლებლებთან თანამშრომლობის საფუძველზე შეისწავლოს კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრება, პიროვნული პრობლემები, დისციპლინარული დარღვევების შემთxვევები და ზოგადი ანალიზის საფუძველზე მოახდინოს რეაგირება; დროულად აცნობოს მშობელს მისი შვილის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემები.
  3. მოსწავლის დახმარება აკადემიური პრობლემის გადაჭრაში. კერძოდ, შეასრულოს შუამავლის როლი მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებელს შორის პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში.
  4. მკაცრად აღრიცხოს მოსწავლეთა მიერ გაცდენილი საათები, შეაგროვოს ცნობები ან მშობლის განცხადებები საპატიო მიზეზით გაცდენილ საათებზე.
  5. საჭიროების შემთხვევაში ( მოსწავლის მიერ დისციპლინის სერიოზული დარღვევის, დირექტორის მოთხოვნით ან მოსწავლის ჯანმრთელობის გაუარესების დროს) მშობელს გაუგზავნოს წერილობითი მოწვევა ან დაუკავშირდეს ტელეფონით.
  6. ყოველი სასწავლო დღის დასაწყისში მოინახულოს საკუთარი კლასი, შეამოწმოს მოსწავლეთა დასწრება, გააკონტროლოს მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტარება და ვარცხნილობა (ვაჟები-მოკლედ შეკრეჭილი თმა, ხოლო გოგონებს- შეკრული თმა).
  7. მოახდინოს მოსწავლის, მშობლისა და ნებისმიერი საგნის მასწავლებლის შეხვედრის ორგანიზება. რაიმე პრობლემის შემთხვევაში ჩაატაროს საკლასო შეხვედრები არსებული პრობლემის დასაძლევად.
  8. საჭიროების შემთხვევში შეხვდეს მოსწავლის მშობელს და შეძლოს გაარკვიოს იგი მოსწავლის სუსტ მხარეებში ყველა საგანთან მიმართებაში.
  9. შეისწავლოს მოსწავლეთა სოციალურ-დემოგრაფიული მონაცემები და შეიტანოს საკლასო ჟურნალში და სკოლის მონაცემთა ბაზაში.
  10. ყოველი კვირის ბოლოს შეამოწმოს საკლასო ჟურნალის წარმოება და მოახდინოს საჭირო რეაგირება.
  11. სკოლის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში მოახდინოს დამოუკიდებელი და რეიტინგული წერითი ნამუშევრების შეგროვება და ინდივიდუალურ ფაილებში ჩალაგება, რომელიც სემესტრის ბოლოს გადაეცემა მშობლებს.
  12. თვალი ადევნოს ყოველი თვისა და სემესტრის ბოლოს საგნის მასწავლებლის მიერ ნიშნების შეტანას ჟურნალში.
  13. ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე გაფორმდეს კლასის თითოეული მოსწავლის ელექტრონული გვერდი, დროულად ეცნობოს მშობელს მოსწავლის მიმდინარე და დამოუკიდებელი წერის ნიშნები.
  14. სუფთად და გარკვევით აწარმოოს კლასის სასკოლო დოკუმენტაცია( საკლასო ჟურნალი, მოსწავლის პირადი საქმე)
  15. სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლის პირად საქმეში შეიტანოს ყველა საჭირო მონაცემი.
  16. ორი დღით ადრე წერილობითი ფორმით აცნობოს სკოლის დირექტორს საკლასო ღონისძიებების ჩატარების თაობაზე.(ექსკურსია ქალაქში an ქალაქგარეთ, საგნობრივი პრეზენტაციები და სხვა)
  17. მოსწავლეებთან ერთად ყურადღება გამოიჩინოს საკლასო ინვენტარის მიმართ და იზრუნოს საკლასო ოთახში წესრიგისა და სისუფთვის შენარჩუნებაზე. შესვენებებზე მოინახულოს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები და იზრუნოს კლასის დისციპლინაზე.
  18. სასწავლო წლის დასაწყისში დირექცია მიღება-ჩაბარების აქტით გადასცემს დამრიგებელს საკლასო ოთახს და საჭირო ინვენტარს (მერხები, მაგიდა, დაფა. ა.შ.)რომლის შენახვა-გაფრთხილებაზეც პასუხისმგებელია დამრიგებელი. (დაზიანებული ნივთი შეიცვლება ახლით ან მოხდება კომპენსაცია.)

კლასის დამრიგებელი ვალდებულია გაითვალისწინოს ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი .

Britannica.ge - ყველა უფლება დაცულია. 2013