პრეამბულა

სკოლის შინაგანაწესი ეფუძნება საქართველის კონსტიტუციას, კანონს ზოგადი განათლების შესახებ, დირექტორის ეთიკის კოდექსს, მასწავლებლის ეთიკის კოდექსს და მოსწავლის ქცევის კოდექსს.

ქართულ - ინგლისური სკოლა ბრიტანიკა “- მისია , მიზანი , ამოცანა :

  • აღზარდოს წიგნიერი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი, ჯანსაღი, სამართლიანი და კომუნიკაბელური პიროვნება, რომელიც ორიენტირებულია ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებსა და ფასეულებებზე.
  • შექმნას უსაფრთხო სასწავლო გარემო, სადაც მოზარდები ეზიარებიან ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ იდეალებსა და ღირებულებებს, ასევე განავითარებენ პოზიტიურ უნარ-ჩვევებს. მოახდენენ ცოდნის წარმატებით გადატანას და გამოყენებას განსხვავებულ სიტუაციაში.
  • იზრუნოს მოსწავლეთა უწყვეტ განვითარებასა და განათლებაზე, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების განვითარებას.
  • სკოლა მიზნად ისახავს ერთის მხრივ, იხელმძღვანელოს საქართველოს კანონის “ზოგადი განათლების შესახებ“ და ეროვნული სასწავლო გეგმის ნორმებით, მეორეს მხრივ, აქტიურად აამოქმედოს პროგრესული ფსიქო-პედაგოგიური მიდგომები და დანერგოს სწავლებისა და განათლების თანამედროვე ტექნოლოგიები.
  • ქართულ-ინგლისური სკოლა „ბრიტანიკა“-ს მისიის ერთ-ერთი განსაკუთრებული პრიორიტეტია უცხოური ენების, კერძოდ, ინგლისური, რუსული და იაპონური ენების გაღრმავებული სწავლება, რომელიც მოსწავლეს, სამომავლოდ კონკრეტულ გარემოში, თავისუფლად ინტეგრირებისა და თვითდამკვიდრების საშუალებას მისცემს.
  • ქართულ-ინგლისური სკოლა ”ბრიტანიკას” ამოცანაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, შექმნას უსაფრთხო გარემო, ხელი შეუწყოს მოსწავლის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. მოსწავლე შესძინოს თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. განუხრელად იზრუნოს პედაგოგის ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი.

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. შპს. ქართულ-ინგლისური სკოლა ”ბრიტანიკა” დაფუძნებულია საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინსიტრის 2007 წლის 4 მარტს . . . . ბრძანების საფუძველზე .
  2. სკოლა დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
  3. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, სკოლის წესდებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ შინაგანაწესით.
  4. სკოლის ხელმძღვანელობას და წარმომადგენლობას, ახორციელებს სკოლის დირექტორი;
  5. სკოლას ჰყავს მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო-პედაგოგიური საბჭო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი.
  6. შრომითი ურთიერთობების საფუძველზე სკოლაში დასაქმებული არიან მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი.
  7. წინამდებარე შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლის მარეგლამენტირებელ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს სკოლის დირექტორსა და დაქირავებულთა შორის წარმოშობილ შრომით ურთიერთობებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  8. შინაგანაწესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის,“ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, შრომის კოდექსის“ სხვა სამართლებრივი აქტების, მათ შორის სკოლის წესდების პრინციპებსა და მოთხოვნებს.
  9. შინაგანაწესის მოქმედება ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ნებისმიერ პირზე, მიუხედავად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა, სკოლის მოსწავლეებზე, სკოლის ტერიტორიაზე მყოფ მოსწავლეთა მშობლებზე(კანონიერ წარმომადგენლებზე), მათ გაერთიანებებზე და გარეშე პირებზე.
  10. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სკოლაში დასაქმებულ ნებისმიერ პირთათვის, მოსწავლეებისათვის.
  11. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში თანამშრომლის მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
  12. შინაგანაწესის გაცნობა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი პირისთვის.

მუხლი 2. შინაგანაწესის მიზანი

შინაგანაწესის მიზნებია:

  • სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;
  • შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
  • სასწავლო/სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;
  • სკოლის გამართული მუშაობის ხელშეწყობა;
  • სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი;
  • სკოლის მისიის შესრულება, სკოლაში აკადემიური წარმატების ხელშეწყობისათვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება.

მუხლი 3. სკოლის მოსწავლეები

სკოლის მოსწავლედ ითვლება I-XII კლასებში ჩარიცხული ყველა ბავშვი, რომელიც ცოდნას იძენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასკოლო-სასწავლო გეგმის მიხედვით, სხვადასხვა საფეხურის კლასში.

მუხლი 4. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა

  1. სკოლის I კლასში მშობლის (ან კანონიერი წარმომადგენლის ) განცხადების საფუძველზე გასაუბრების წესით მიიღებიან ბავშვები , რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 5 წელი და მინმდინარე სასწავლო წლის 15 ივნისის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.განცხადებასთან ერთად მშობელმა უნდა წარმოადგინოს:

-დაბადების მოწმობა (დედანი);

-ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

-ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;

-პირადი ნომერი;

  1. სკოლის ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს „მოსწავლის პირადი საქმე“, რომელშიც ინახება მშობლის განცხადება და ყველა ზემოთაღნიშნული დოკუმენტი, აგრეთვე წინა კლასებში მიღებული შეფასების ნიშნები. ( II - XII კლასებისთვის), პედაგოგიური დახასიათება, დირექციის ბრძანება შესაბამის კლასში ჩარიცხვის შესახებ.
  2. II - XII კლასებში მოსწავლის გადაყვანა ხდება წინა კლასის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შემდეგ,რაც დადასტურებული უნდა იყოს პედსაბჭოს სხდომაზე. მოსწავლის პარალელურ კლასში გადაყვანა აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია სკოლის დირექტორის ან პედსაბჭოს გადაწყვეტილებით.
  3. სხვა სკოლიდან გადმოსვლის შემთხვევაში, II - XII კლასებში მოსწავლის მიღება ხდება მშობლის (ან კანონიერი წარმომადგენლის) განცხადების საფუძველზე მისაღები გამოცდების წესით, სკოლაში ჩარიცხვის ბრძანების შემდეგ, წინა კლასების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ( ბრძანების ამონაწერი) და „პირადი საქმის“ წარმოდგენის საფუძველზე.

შენიშვნა 1:თუ მოსწავლის მიღება ხდება სასწავლო წლის განმავლობაში, მაშინ ზემოთ აღნიშნულ საბუთებთან ერთად მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს სემესტრული შეფასებაც.

შენიშვნა 2: თუ მოსწავლე გადმოდის სხვა ქვეყნიდან საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, ის ვალდებულია სკოლის საგნობრივ-საგამოცდო კომისიას (კომისია იქმნება საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საგნობრივი კათედრების მიერ) განსაზღვრულ ვადებში ჩააბაროს განსხვავებული საგნები;

  1. სკოლიდან მოსწავლის გარიცხვა ხდება დისციპლინური კომიტეტის მიერ ფარული კენჭისყრით ზოგადი განათლების კანონის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად. სასჯელის ეს უკიდურესი ზომა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის მიმართ სასჯელის ყველა ზომა განხორციელებულია და შედეგი არ არის მიღებული, ან მოსწავლის მიერ ჩადენილი დანაშაული არანაირად არ ჯდება მოსწავლის ქცევის ნორმებში. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შედეგი ეცნობება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

შეფასების სისტემა

შეფასების სისტემა სკოლას ეხმარება სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში

სკოლა თავად განსაზღვრავს მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანის წესს. სკოლა უფლებამოსილია თავად დააწესოს ის მინიმალური ქულათა ოდენობა რააც აუცილებელი იქნება კლასიდან კლასში გადასასვლელად. რაც შეეხება საფეხურიდან საფეხურზე გადასასვლელ მინიმალურ ბარიერს ამას თავად ეროვნული სასწავლო გეგმა აწესებს და იგი შეადგენს 6 (ექვს) ქულას (დამრგვალების პრინციპით) .

მუხლი 5. სწავლის პირობები

სკოლაში ჩარიცხულ ყველა მოსწავლეს აქვს სწავლის თანაბარი პირობები:

შენობა-გათბობის მოქმედი სისტემით;

საკლასო ოთახები-შესაბამისი ინვენტარით;

სასკოლო ბიბლიოთეკა და ( სახელმძღვანელოთა ) საბიბლიოთეკო ფონდი;

სასადილო ( ბუფეტი ) შესაფერისი ასორტიმენტის პროდუქტებით;

სხვადასხვა საგნობრივი კაბინეტები;

ქორეოგრაფიული და მუსიკალური სტუდიები;

უსაფრთხოება.

მუხლი 6. სასწავლო წლის და არდადაგების ხანგრძლივობა და განრიგი

სასწავლო წლის და არდადაგების ხანგრძლივობა და განრიგი აგრეთვე ვადები მტკიცდება პედაგოგიური საბჭოს მიერ.

სასწავლო წელი მოიცავს ორ სემესტრს;

ყოველკვირეული სასწავლო პროცესი ხუთდღიანია - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; შაბათი და კვირა დასვენების დღეებია.

გაკვეთილები იწყება 930 საათზე. გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 5 წუთით.დასვენებების ხანგრძლივობა 5 წუთია, ხოლო მე-3 და მე-4 გაკვეთილებს შორის - 15 წუთი.

სემესტრების დაწყება-დამთავრების თარიღი, არდადაგების განრიგი წინასწარ გამოიკვრება სკოლაში საინფორმაციო დაფაზე.

კლასგარეშე ღონისძიებები ( კლუბების მუშაობა, მხატვრულ-საგანმანათლებლო ღონისძიებანი ) ეწყობა სპეციალური განრიგით, რომელსაც განიხილავს პედაგოგიური საბჭო და /ან ამტკიცებს დირექტორი.

მუხლი 7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი

  1. მასწავლებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეებს ასწავლის სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.
  2. მასწავლებელი შეიძლება იყოს პირი,რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
  3. მასწავლებელი არ შეიძლება იყოს ნასამართლობის მქონე პირი.
  4. მასწავლებლის სერტიფიცირება მოიცავს მასწავლებლობის უფლების მოპოვებასა და განახლებას.
  5. მასწავლებლობის უფლების მოპოვება ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში მოიცავს :

ა) ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების

ბ) მაძიებლობის პერიოდის წარმატებით გავლას;

გ) მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას.

  1. მასწავლებლობის უფლების განახლებისათვის აუცილებელია მასწავლებლის პროფესიული განვითარება ამ კანონითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
  2. მასწავლებელი ვალდებულია:

ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება;

ბ) იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;

გ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

დ) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;

ე) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ზ) მასწავლებელი უშუალოდ პასუხისმგებელია დირექტორის წინაშე სწავლა-აღრზდის ხარისხზე, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. მასწავლებელი ვალდებულია ემზადებოდეს ყოველი გაკვეთილისთვის, იქონიოს სასწავლო გეგმები და ყოველდღიური გაკვეთილის გეგმები, ინივიდუალური სასწავლო გეგმები; სწორად , სუფთად და დროულად აწარმოოს საკლასო ჟურნალი. სასწავლო წლის ბოლოს შეადგინოს ანგარიში საგანმანათლებლო პროგრამის შესრულების შესახებ.

თ) მასწავლებელი ვალდებულია გამოცხადდეს სკოლაში გაკვეთილის დაწყებამდე 10 წუთით ადრე და მოამზადოს საკლასო ოთახი ზარის დარეკვისთანავე გაკვეთილის დასაწყებად. იყოს კომუნიკაბელური კოლეგებთან , მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. აქტიური მონაწილეობა მიიღოს სკოლის საქმიანობაში, კათედრების მუშაობაში, სისტემატურად იმაღლებდეს ცოდნის დონეს და პროფესიონალიზმს.

მუხლი 8. ზოგადი განათლების მასწავლებლის სახეები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი . ზოგადი განათლების მასწავლებლის სახეებია :

ა) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის რომ ასწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საგანი დაწყებით საფეხურზე;

ბ) საბაზო/ საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებელი- მასწავლებელი რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის , რომ ასწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანი საბაზო და საშუალო საფეხურებზე;

გ) საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი -მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის რომ ასწავლოს ყველა საგანი , რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალიწინებულ ერთ საგნობრივ ჯგუფშია გაერთიანებული, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე;

დ) სახელოვნებო და საპასპორტო საგნის/ საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი- ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/ საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი;

ე) სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა მასწავლებელი-მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის რომ ასწავლოს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს.

მუხლი 9. მასწავლებლის უფლებები

  1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს უფება აქვს :

ა) მოსთხოვოს დაწესებულებას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;

ბ) მიიღოს შრომის ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმატივების მიხედვით;

გ) აიმაღლოს კვალიფიკაცია, რისთვისაც 3 წელიწადში ერთხელ უფლებამოსილია მოითხოვოს ანაზღაურების გარეშე შვებულება 4 თვემდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით ;

დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

  1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

მუხლი 10. სკოლის პერსონალის უფლება - მოვალეობანი სკოლის დირექტორი

სკოლის დირექტორის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, კანონს ზოგადი განათლების შესახებ, დირექტორის ეთიკის კოდექსს და ამ შინაგანაწესს.

  1. სკოლის დირექტორი თავისი ფუნქციების შესრულებისას კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. მისი სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 9 საათიდან საღამოს 18 საათამდე. გაუთვალისწინებელ შემთხვევაში სამუშო დრო შეიძლება გახანგრძლივდეს.
  2. შეიმუშავებს სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას.
  3. შეიმუშავებს სკოლის შინაგანაწესს და ამტკიცებს პედსაბჭოზე განხილვის შემდეგ.
  4. სკოლის დირექტორი ადგენს საშტატო განრიგს და შესათანხმებლად წარუდგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
  5. ამტკიცებს დირექტორის მოადგილის მიერ წარმოდგენილ სასკოლო სასწავლო გეგმას.
  6. ახორციელებს სკოლის ოპერატიულ მართვას, (იწვევს სხდომებს, თათბირებს) იძლევა მითითებებს, განიხილავს საჩივრებს, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. (კანონი ზ.გ.შ. მუხ 43,2)
  7. სასწავლო წლის დამდეგისათვის ნიშნავს ან/და ათავისუფლებს კლასის დამრიგებლებს. (კანონი ”ზოგადი განათლების შესახებ” მ.43, პ.1. ქვ.პ. ”ვ”)
  8. ამტკიცებს კათედრის ხელმძღვანელებს;
  9. პედსაბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პედსაბჭოს თვმჯდომარის კანდიდატურას;
  10. შესაბამისი კადრების მეშვეობით უზრუნველყოფს სკოლისათვის საჭირო მატერიალური ფასეულებების შეძენას, მოვლას, აღრიცხვას და დაცვას;
  11. სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე ხსნის და ხურავს კლასებს;
  12. წარმოადგენს სკოლას მესამე პირთან ურთიერთობაში;
  13. ახორციელებს კადრების შერჩევისა და დაქირავების პოლიტიკას, დებს შრომით ხელშეკრულებებს როგორც გამოსაცდელი ასევე განსაზღვრული თუ განუსაზღვრელი ვადით;
  14. დაქირავებულის მხრიდან, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, საჭიროების არქონის, ან არაკვალიფიციურობის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს შრომის კოდექსის (მ. 37, პ.1 და მ.38, პ.1-2) მოთხოვნათა საფუძველზე უფლებამოსილია შეუწყვიტოს დაქირავებულს შრომითი ხელშეკრულება;
  15. ოპერატიულ ხელმძღვანელობას უწევს იმ გადაუდებელ სამეურნეო სამუშაოების შესრულებას, რაც საჭიროა სკოლის გამართული ფუნქციონირებისათვის;
  16. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია:

ა)მოითხოვოს თანამშრომლისაგან სამუშაოს დროული და ხარისხიანი შესრულება;

ბ)კონტროლი გაუწიოს თანამშრომლის მიერ შრომის შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულებას;

გ)შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, თანამშრომლის მიერ სკოლის კუთვნილი ნივთების დაუბრუნებლობისას, საბოლოო ანგარიშსწორების დროს დაუქვითოს ნივთის საფასური;

დ)ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში თანამშრომლის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონით დადგენილი ზომები;

ე)წარადგინოს დაქირავებული სხვადასხვა სახის წამახალისებელ ჯილდოზე;

ვ)საჭიროებიდან გამომდინარე უფლება აქვს, დაქირავებული დროებით გადაიყვანოს სხვა სამუშაოს შესასრულებლად, ადგილმონაცვლეს უნარჩუნდება ძირითადი სამუშაო ადგილი, ხელფასი კი მიეცემა შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

ზ)ერთიდან ხუთ დღემდე ვადით მეცადინეობიდან დაითხოვოს მოსწავლე (კანონი ზოგადი განათლების შესახებ მ. 19, პ.12)

  1. სკოლის დირექტორი ვალდებულია:

ა)დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, შეასრულოს დირექტორის ეთიკის კოდექსით დადგენილი ნორმები, იყოს სამართლიანი, ყურადღებიანი, დაიცვას პიროვნებასთან დაკავშირებული კონფიდფენციალობა, იყოს გულისხმიერი, არ გასწიოს რელიგიური თუ პოლიტიკური პროპაგანდა, პროფესიული და ინსტიტუციური პროვოლეგიები არ გამოიყენოს პირადი კეთილდღეობისთვის, ვალდებულია იყოს მშვიდი, განსაკუთრებით კონფლიქტური სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში, იყოს მოწესრიგებული და პუნქტუალური, იმეტყველოს ეთიკური ნორმების შესაბამისად, იყოს კოლეგიალური, პატივისცემით მოეპყრას სხვის აზრს, ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას, არ დააბრკოლოს პროფესიული ინფორმაციის გავრცელება;

ბ)ვალდებულია იზრუნოს მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების მიცემაზე, ხელი შეუწყოს მოსწავლეს დემოკრატიული, სამოქალაქო და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებაში;

გ)ვალდებულია აჩვენოს მოსწავლეს დადებითი მაგალითი, დაიცვას მათთან ურთიერთობისას მორალური და ზნეობრივი ნორმები;

დ)ვალდებულია იზრუნოს მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოების დაცვაზე;

ე)ვალდებულია ითანამშრომლოს მშობლებთან, მათთან ურთიერთობისას იყოს თავაზიანი და გულისხმიერი;

ვ)თანამშრომელს შეუქმნას შრომისათვის შესაბამისი პირობები;

ზ)მკაცრად დაიცვას საქართველოს შრომის კანონმდებლობის მოთხოვნები;

თ)უზრუნველყოს მასწავლებელთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულების დადება და შესრულება;

  1. დირექტორი ვალდებულია:

ა)ეთიკის კოდექსის განუხრელად შესრულებაზე;

ბ)სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის, სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების სფეროში არსებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე.

დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში

  1. შეიმუშავებს სასკოლო-სასწავლო გეგმას და წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად;
  2. კათედრის თავმჯდომარეებთან ერთად ადგენს მასწავლებელთა საათობრივ ბადის პროექტს;
  3. კოორდინაციას უწევს კათედრების მუშაობას, განიხილავს და ითანხმებს სამუშაო გეგმებს;
  4. განიხილავს დამრიგებელთა სააღმზრდელო-სამუშაო გეგმას და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას, დამრიგებლებს ეხმარება კლასგარეშე ღონისძიებების გამართვაში;
  5. განიხილავს მასწავლებელთა წლიურ სამუშაო კალენდარულ გეგმას;
  6. შეიმუშავებს განათლების ხარისხის შეფასების პრინციპებს;
  7. ხელმძღვანელობს, ზრუნავს და პასუხისმგებელია მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე;
  8. ახორციელებს საკლასო ჟურნალების წარმოებაზე კონტროლს, პერსონალურადაა პასუხისმგებელი სასწავლო ჟურნალების წარმოების სისწორეზე;
  9. სასწავლო წლის ბოლოს, მუშობის ანგარიშს წარუდგენს სკოლის დირექტორს.
  10. დირექტორის სკოლაში არ ყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს სკოლას;

ბუღალტერი

  1. უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზაციას კანონმდებლობის შესაბამისად;
  2. კონტროლს უწევს ფულადი და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივ ხარჯვას;
  3. აკონტროლებს სამეურნეო მოვლენის კანონიერებასა და დოკუმენტების დროულ გაფორმებას;
  4. აღრიცხავს ბიუჯეტიდან და სხვა წყაორებიდან მიღებულ მარაგებსა და ნაკადებს;
  5. მონაწილეობს არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში და აღრიცხვაში ასახავს ინვენტარიზაციის შედეგებს;
  6. ადგენს ფინანსურ ანგარიშგებას დადგენილ ვადებში;
  7. ინახავს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებს დადგენილი წესით;
  8. აწარმოებს სკოლის ინვენტარისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
  9. ბიუჯეტის ყაირათიანად ხარჯვცი მიზნით, იძლევა რეკომენდაციებს;

პედაგოგიური საბჭო და საგნობრივი კათედრები

  1. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები:

ა) პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი სარგებლობს თანაბარი უფლებით;

ბ) პედსაბჭოს სხდომა უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება 50%+1;

გ) პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა;

დ) ეროვნული გეგმის შესამაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას;

ე) ამტკიცებს პედაგოგების მიერ შერჩეულ, სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას, (სახელმძღვანელოები გრიფმინიჭებული ან/და უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ)

კათედრების ფუნქციები :

ა) სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სკოლაში ყალობდება შემდეგი საგნობრივი კათედრები: ქართული ენისა და ლიტერატურის; მათემატიკის და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების; საზოგადოებრივი მეცნიერებების; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების; უცხო ენების; ესთეტიკური აღზრდის;

ბ) კათედრა შეიძლება აერთიანებდეს მონათესავე ან კომპლექსური საგნების მასწავლებლებს;

გ) კათედრა თავის რიგებიდან (ყოველი სასწავლო წლის ბოლოს) ირჩევს კათედრის ხელმძღვანელს, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი;

გ) კათედრის ხელმძღვანელის უფლებამოსილება შეზღუდულია და მოიცავს ერთ აკადემიურ სასწავლო წელს;

დ) კათედრა, დირექტორის მოადგილესთან კოორდინაციაში წარმართავს თავის საქმიანობას;

ე) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინაცია;

ვ) ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება;

ზ) სახელმძღვანელოს შერჩევა;

თ) შეფასების კომპონენეტების შემუშავება და აღწერა;

ი) სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწვლებლებთან კოორდინირებული მუშაობა;

კ) პროფესიული განვითარების გზების დასახვა;

ლ) კათედრა ვალდებულია ქონდეს სამუშო გეგმა, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს სასწავლო დარგში დირექტორის მოადგილესთან. კათედრის სამუშაო გეგმას ამტკიცებს დირექტორი;

მ) კათედრები საათების განაწილებას ადგენენ დირექციასთან შეთანხმებით;

ნ) კათედრის ხელმძღვანელის ანაზღაურება დამოკიდებულია ბიუჯეტზე და მისი დაწესების საკითხს წყვეტს სკოლის დირექტორი;

ო) სასწავლო წლის დასასრულისთვის კათედრის ხელმძღვანელი მუშაობის ანგარიშს წარუდგენს სკოლის დირექტორს.

კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია :

ა) შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და საბუთბის წარმოება)

ბ) საგნობრივი ჯგუფის გადაწყვეტილების მიწოდება დირექციისათვის;

გ) პროფესიული განვითარების სასარგებლო ღონისძიებების ორგანიზება (ტრენინგები, კონფერენციების მოწყობა, სტუმრების მოწვევა და სხვა)

კლასის დამრიგებელი ვალდებულია :

  1. სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს კლასის მშობელთა სავალდებულო კრება, სადაც დამრიგებელი მშობლებს გააცნობს სკოლის მიზნებს, დირექციის მოთხოვნებს, მშობლის უფლება-მოვალეობებს, ინფორმაციას სასწავლო საგნებსა და მასწავლებლებზე. ოპერატიულ საკითხთა გადასაწყვეტად შეიძლება მოწვეულ იქნას რიგგარეშე კრება.
  2. ყოველი სასწავლო კვირის ბოლოს საგნის მასწავლებლებთან თანამშრომლობის საფუძველზე შეისწავლოს კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრება, პიროვნული პრობლემები, დისციპლინარული დარღვევების შემთxვევები და ზოგადი ანალიზის საფუძველზე მოახდინოს რეაგირება; დროულად აცნობოს მშობელს მისი შვილის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემები.
  3. მოსწავლის დახმარება აკადემიური პრობლემის გადაჭრაში. კერძოდ, შეასრულოს შუამავლის როლი მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებელს შორის პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში.
  4. მკაცრად აღრიცხოს მოსწავლეთა მიერ გაცდენილი საათები, შეაგროვოს ცნობები ან მშობლის განცხადებები საპატიო მიზეზით გაცდენილ საათებზე.
  5. მოსწავლის მიერ არასაპატიო ან დაუდგენელი მიზეზით გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში დაუკავშირდეს მშობელს.
  6. საჭიროების შემთხვევაში ( მოსწავლის მიერ დისციპლინის სერიოზული დარღვევის, დირექტორის მოთxოვნით ან მოსწავლის ჯანმრთელობის გაუარესების დროს) მშობელს გაუგზავნოს წერილობითი მოწვევა ან დაუკავშირდეს ტელეფონით.
  7. ყოველი სასწავლო დღის დასაწყისში მოინახულოს საკუთარი კლასი, შეამოწმოს მოსწავლეთა დასწრება, გააკონტროლოს მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტარება და ვარცხნილობა (ვაჟები-მოკლედ შეკრეჭილი თმა, ხოლო გოგონებს- შეკრული თმა).
  8. მოახდინოს მოსწავლის, მშობლისა და ნებისმიერი საგნის მასწავლებლის შეხვედრის ორგანიზება. რაიმე პრობლემის შემთხვევაში ჩაატაროს საკლასო შეხვედრები არსებული პრობლემის დასაძლევად.
  9. საჭიროების შემთხვევში შეხვდეს მოსწავლის მშობელს და შეძლოს გაარკვიოს იგი მოსწავლის სუსტ მხარეებში ყველა საგანთან მიმართებაში.
  10. შეისწავლოს მოსწავლეთა სოციალურ-დემოგრაფიული მონაცემები და შეიტანოს საკლასო ჟურნალში და სკოლის მონაცემთა ბაზაში.
  11. ყოველი კვირის ბოლოს შეამოწმოს საკლასო ჟურნალის წარმოება და მოახდინოს საჭირო რეაგირება.
  12. სკოლის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში მოახდინოს დამოუკიდებელი და რეიტინგული წერითი ნამუშევრების შეგროვება და ინდივიდუალურ ფაილებში ჩალაგება, რომელიც სემესტრის ბოლოს გადაეცემა მშობლებს.
  13. თვალი ადევნოს ყოველი თვისა და სემესტრის ბოლოს საგნის მასწავლებლის მიერ ნიშნების შეტანას ჟურნალში.
  14. ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე გაფორმდეს კლასის თითოეული მოსწავლის ელექტრონული გვერდი, დროულად ეცნობოს მშობელს მოსწავლის მიმდინარე და დამოუკიდებელი წერის ნიშნები.
  15. სუფთად და გარკვევით აწარმოოს კლასის სასკოლო დოკუმენტაცია( საკლასო ჟურნალი, მოსწავლის პირადი საქმე)
  16. სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლის პირად საქმეშ ი შეიტანოს ყველა საჭირო მონაცემი.
  17. ორი დღiთ ადრე წერილობითი ფორმით აცნობოს სკოლის დირექტორს საკლასო ღონისძიებების ჩატარების თაობაზე.(ექსკურსია ქალაქში an ქალაქგარეთ, საგნობრივი პრეზენტაციები და სხვა)
  18. მოსწავლეებთან ერთად ყურადღება გამოიჩინოს საკლასო ინვენტარის მიმართ და იზრუნოს საკლასო ოთახში წესრიგისა და სისუფთვის შენარჩუნებაზე. შესვენებებზე მოინახულოს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები და იზრუნოს კლასის დისციპლინაზე.
  19. სასწავლო წლის დასაწყისში დირექცია მიღება-ჩაბარების აქტით გადასცემს დამრიგებელს საკლასო ოთახს და საჭირო ინვენტარს (მერხები, მაგიდა, დაფა. ა.შ.) რომლის შენახვა-გაფრთხილებაზეც პასუხისმგებელია დამრიგებელი. (დაზიანებული მნივთი შეიცლება ან მოხდება კომპენსაცია.

საგნის მასწავლებელი

  1. საგნის მასწავლებელი პროფესიული საქმიანობის გამხორციელებისას ხელმძღვანელობს მასწავლებლის ეთიკის კოდექსის ნორმებით. ის ვალდებულია დაემორჩილოს სკოლის შინაგანაწეს, მოსწავლის მიმართ იყოს გულისხმიერი, სამართლიანი, მაგალითის მიმცემი, იცავდეს კონფიდენციალობას, იყოს პუნქტუალური, მოწესრიგებული, მეტყველებდეს მოსწავლისათვის გასაგები ენით, ეფექტურად იყენებდეს პედაგოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილ დროს, უფრთხილდებოდეს სკოლის ქონებას, მიზანმიმართულად იყენებდეს სკოლის რესურსებს, ზრუნავდეს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე. საგნის მასწავლებელი ვალდებულია იყოს მშვიდი და გაწონასწორებული, დაიცვას მორალური და ზნეობრივი ნორმები
  2. ჰქონდეს კათედრასთან შეთანხმებული შესაბამისი სასწავლო საგნობრივი გეგმა;
  3. ზრუნავდეს თვითგანათლებასა და ხარისხის ამაღლებაზე;
  4. იცავდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ ვალდებულებებს, ღირებულებებს და მასწავლებლის ეთიკის ნორმებს;
  5. კეთილსინდისიერად ასრულებდეს დაკისრებულ მოვალეობას;
  6. ხარისხიანად მიაწოდოს მოსწავლეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მასალა;
  7. რეგულარულად აწარმოოს მოსწავლეთა ცოდნის შეფასება, ყოველი თვის ბოლოს ჩაატაროს დამოუკიდებელი წერები;
  8. საგნის მასწავლებელს კატეგორიულად ეკრძალება სასწავლო პროცესის პოლიტიზირება, გაკვეტილის თვითნებურად მიტოვება, მოსწავლეთა გამორჩევა სხვადსხვა მოტივით, ერთჳს მიმართ მომეტებული ყურადღება და მეორის უგელისყოფა, მოსწავლისათვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხოფის მიყენება, მოსწავლეზე ემოციური ზემოქმედება, ასეთ შემთხვევაში შეუჩერდება შრომითი ხელშეკრულება.
  9. მასწავლებელი ვალდებულია სამუშო საათების გაცდენის შემთხვევაში დროულად აცნობოს ამის შესაახებ სკოლას, შემდეგ კი წარმოადგინოს საავადმყოფოს ფურცელი (ბიულეტენი). ასეთის არქონის შემთხვევაში კი დირექტორის სახელზე დაწეროს ახსნა-განმარტება;
  10. მასწავლებელს დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან დისციპლინარული გადაცდომის შემთხვევაში შეიძლება მიეცეს: სიტყვიერი შენიშვნა-გაფრთხილება, წერილობითი შენიშვნა-გაფრთხილება, გემეორების შემთხვევაში საყვედური და კვლავ გამეორების შემთხვევაში მკაცრი საყვედური. მკაცრი საყვედურის მიღბის შემთხვევაში დაქირავებულს უჩერდება შრომითი ხელშეკრულება.

სამეურნეო ნაწილის გამგე ( მნე )

  1. ხელმძღვანელობს სკოლის დამხმარე-მომსახურე პერსონალს;
  2. პასუხისმგებელია სკოლის უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-შენახვა პატრონობაზე და სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოძიებასა და შეძენეზე;
  3. პასუხიმგებელია სკოლის შენობაში, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე (სკოლის ექიმთან ერთად) სანიტარული ნორმების უზრუნველყოფაზე;
  4. პასუხიმგებელია ხანძარსაწინააღმდეგო და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე;

სკოლიდ კოორდინატორი

  1. პასუხისმგებელია საკანცელარიო დოკუმენტაციის (ბრძანებები, კადრების აღრიცხვის ფურცლები, შემოსული და გასული კორესპონდენციები) წარმოებაზე;
  2. პასუხისმგებელია სასკოლო არქივის მოვლა-შენახვაზე;
  3. პასუხისმგებელია მასწავლებელთა პირადი საქმეების მოწესრიგებაზე და მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებაზე;
  4. ყოველი სასწავლო წლის 1 ოქტომბრისა და 1 აპრილის მდგომარეობით ვალდებულია, მოსწავლეთა პირადი საქმეების მიხედვით გადაამოწმოს და დააზუსტოს მოსწავლეთა კონტიგენტი;
  5. პასუხისმგებელია ატესტატების შენახვა-გაცემაზე და ატესტატების წიგნის წარმოებაზე;
  6. პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;
  7. აკისრია გამოცემული ბრძანებების შესრულებაზე კონტროლი;

ბიბლიოთეკარი

  1. უძღვება საბიბლიოთეკო საქმეს და პასუხისმგებელია წიგნადი ფონდის მოვლა-შენახვაზე;
  2. დახმარებას უწევს მოსწავლეებს კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში და წიგნზე დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების შეძენაში;
  3. სკოლის პედკოლექტივისათვის სისტემატურად აკეთებს ინფორმაციას ახლადმიღებული სასწავლო თუ მხატვრული ლიტერატურის შესახებ და აძლევს მეთოდურ რეკომენდაციებს;

მუხლი 11. სკოლაში მიღების , სხვა სამუშაოზე გადაყვანის და გათავისუფლების წესები

  1. სკოლაში მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია მისაღებ პირს მოსთხოვოს:

ა) განცხადება სამსახურში მიღების თაობაზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და და ასლი;

გ) დიპლომი განათლების შესახებ და მათი ასლები;

დ) კადრების აღრიცხვის ფურცელი/ ავტობიოგრაფია (CV)

ე) ცნობა ადრინდელი საქმიანობის შესახებ;

  1. სამუშაოზე მიღება ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების გარეშე დაუშვებელია.
  2. სკოლაში სამუშაოდ მიღებული ყველა თანამშრომელის შესახებ სკოლის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას მიღების თაობაზე და აფორმებს მათთან ხელშეკრულებას.

ა) გააცნოს მას სკოლის წესდება;

ბ) გააცნოს მას სკოლის შინაგანაწესი.

  1. თანამშრომლის მიღებისას ან სხვა სამუშაოზე დადგენილი წესით მისი გადაყვანისას სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია:
  2. სკოლის ყველა მუშაკი გარანტირებულია შვებულებით. უფლებამოსილია ისარგებლოს მოკლევადიანი უხელფასო შვებულებით, თუ არსებობს მისი შემცვლელის გამონახვის შესაძლებლობა. შვებულება ფორმდება დირექტორის ბრძანებით.
  3. თანამშრომლის სხვა სამუშაოზე გადაყვანა ხდება დასაქმებულის პირადი განცხადების საფუძველზე ან სკოლის დირექტორის ინიციატივით.
  4. სკოლის ინიციატივით სხვა სამუშაოზე გადაყვანისას დასაქმებულს არ შეიძლება შეუმცირდეს შრომის ანაზღაურება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის სახით. დირექციის წევრებს, პედაგოგებსა და მომსახურე პერსონალს სამსახურიდან ათავისუფლებს სკოლის დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

მუხლი 12. სამუშაო დრო და მისი გამოყენება

  1. გაკვეთილი იწყება 930 საათზე. გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. დასვენებების ხანგრძლივობა 5 წუთია, ხოლო მე-3 და მე-4 გაკვეთილებს შორის 15 წუთი. ყოველდღიური გაკვეთილების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შვიდს. სკოლის დღის რეჟიმი უნდა გამოიკრას დერეფანში და სამასწავლებლოში.
  2. სკოლის დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს სკოლის ყველა მუშაკის სკოლაში გამოცხადებისა და სკოლიდან წასვლის ზუსტი აღრიცხვა. დაგვიანებისა და გაცდენის ყოველი შემთხვევა უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორს. დამგვიანებელი და გამცდენი მუშაკები დირექტორს წარუდგენენ ახსნა-განმარტებას.
  3. ადმინისტრაციის წევრების სამუშაო დრო ნორმირებული არ არის. მასწავლებლები მუშაობენ გაკვეთილების ცხრილით და დამატებითი სამუშაო დროით;
  4. პედსაბჭოს სხდომები ჩატარდება სასწავლო წლის განმავლობაში 5-ჯერ.( შეიძლება რიგგარეშე სხდომების ჩატარებაც ). მასწავლებელთა საერთო კრება- წელიწადში ორჯერ, ღია კარის დღე დღე წელიწადში ორჯერ. კლასის საათი- ორ კვირაში ერთხელ.
  5. ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალისა და პედაგოგების დამხმარე პერსონალის სამუშაო დრო განისაზღვრება საშტატო განრიგის მიხედვით.

მუხლი 13. შესვენების და დასვენების დრო

  1. სკოლაში დასაქმებულ პირებს გარანტირებული აქვთ დასვენების დროით სარგებლობა. სამუშაო დღეების მიხედვით შესვენების დრო განისაზღვრება 45 წუთით , რომელიც თანამშრომელს შეუძლია გამოიყენოს დღის განმავლობაში თავისი შეხედულებისამებრ ისე რომ ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესს.
  2. სკოლის დასვენების დღეები დადგენილია „შრომის კოდექსით“ განსაზღვრული დასვენების დღეების მიხედვით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შინაგანაწესის შემადგენელ ნაწილს.
  3. დასვენების დრო განისაზღვრება დასვენებისა და უქმე დღეებით. დასვენების დღეებია შაბათი და კვირა, უქმე დღეები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსით.

მუხლი 14. მუშაობის წესი შესვენებისა და დასვენების დროს

მუხლი 15. წახალისება

  1. 1. სკოლის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის , ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის შესაძლებელია გამოყენებული იქნეს წახალისების შემდეგი სახეები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემიის გაცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა;

  1. თანამშრომლის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.
  2. თანამშრომლის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების უფლება აქვს სკოლის დირექტორს.
  3. კარგი აკადემიური მოსწრების, სანიმუშო დისციპლინის, სკოლის საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობისათვის სკოლის დირექტორმა ერთპიროვნულად ან პედაგოგიური საბჭოს წარდგინებით შეიძლება გამოიყენოს მოსწავლის წახალისების შემდეგი სახეები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემიის გაცემა ;

გ) სიგელის გაცემა;

დ) გარკვეული შეღავათების მინიჭება.

მუხლი 16. წახალისების გამოყენების წესი

  1. წახალისების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სკოლის დირექტორის ინიციატივით ან პედაგოგიური საბჭოს წინადადებით.
  2. წახალისების თაობაზე ბრძანება შეიტანება სკოლაში დასაქმებული პირის, მოსწავლის პირად საქმეში.
  3. შესაძლებელია ერთდროულად წახალისების რამდენიმე ფორმის გამოყენება.
  4. წახალისების ნაბისმიერი ფორმის გამოყენება არ ზღუდავს სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ დისციპლინური გადაცდომისას პასუხისმგებლობის განხილვის საკითხს.

მუხლი 17. დისციპლინა

  1. სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომელიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.
  2. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი.
  3. სკოლის შინაგანაწესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გარდა, შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოსწავლის გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება და სხვა დისციპლინური სახდელები. მოსწავლის სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს .სკოლა ვალდებულია მოსწავლე სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყადეს.
  4. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.
  5. დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს ან მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.
  6. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების , აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.
  7. სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.
  8. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.
  9. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა. მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის საამისოდ უფლებამოსილ პირს სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა.
  10. დაუშვებელია სკოლის მიერ მოსწავლის ან მასწავლებლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლს აქვს დასაბუთებული ინტერესი
  11. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დისციპლინური დევნისას ისარგებლონ დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მოსწავლეს და მასწავლებელს დისციპლინური პასუხისმგებლობისგან.
  12. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.
  13. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს : სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს - დღეში1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლ;ო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობიტ. მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამშემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას.
  14. სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლესთან კონტაქტის დამყარებამდე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადაუდებელი აუცილებლობისა, პოლიციის თანამშრომელი ან სხვა საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სკოლას შეატყობინოს კონტაქტის მიზანი, საქმის გარემოება და მისი მეშვეობით დაუკავშირდეს მოსწავლეს. სკოლა ვალდებულია მოსწავლეს განუმარტოს მისი უფლებები და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის მშობელს, გარდა მშობლის მიერ ბავშვის უფლების ხელყოფის შემთხვევისა.

მუხლი 18. დისციპლინური გადაცდომა

18.1. მოსწავლეს, ქცევის კოდექსის დარღვევისათვის, დისციპლინარული გადაცდომებისათვის და აკადემიური ჩამორჩენისათვის შეიძლება დაედოს დისციპლინარული სახდელის ერთერთი ფორმა, მოცემული რიგითობის გაუთვალისწინებლად;

18.2 მოსწავლის დისციპლინარული სახდელებია:

მშობელთან დაკავშირება და თათბირი :

გულისხმობს: კლასის დამრიგებლის დაკავშირებას მოსწავლის მშობელთან. მასთან გასაუბრებას და შესაბამისი ოფიციალური ჩანაწერის გაფორმებას, რაც დასტურდება მშობლის ხელის მოწერით.

სახდელი გამოიყენება: მოსწავლის მიერ გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის მსუბუქი დარღვევისათვის, უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფისთვის, ამხანაგის სიტყვიერი შეურაცხოფისათვის, გაკვეთილზე ორი ან მეტი დაგვიანებისთვის, ერთი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის. სწავლისადმი ზერელე დამოკიდებულებისათვის.

გასაუბრება დირექტორთან :

გულისხმობს: მოსწავლის შეხვედრას დირექტორთან, მოსწავლის პირად საქმეში ჩანაწერის გაფორმებას დისციპლინარული გადაცდომისა და შესაბამისი სასჯელის ზომის შესახებ;

სახდელი გამოიყენება: გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის განმეორებითი დარღვევისათვის, ამხანაგის სიტყვიერი ან მცირე ფიზიკური შეურაცხყოფისათვის, ხუთი ან მეტი დეგვიანებისათვის, ან სამზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისას.

საყვედურის გამოცხადება :

გულისხმობს: მოსწავლისათვის ბრძანებით საყვედურის გამოცხადებას;

სახდელი გამოიყენება: ამ მუხლის ა) და ბ) პუნქტით გათვალისწინებული სახდელის უგულებელყოფისათვის, დისციპლინის უხეში დარღვევისათვის, მასწავლებლის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის, მოსწავლის ქცევის კოდექსის სისტემატიური დარღვევისათვის.

გამოსაცდელი ვადის დაწესება :

გულისხმობს : არასათანადო ქცევის შემთხვევაში მოსწავლისათვის გამოსაცდელი ვადის დაწესებას, დამრიგებლისა და მშობლის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას.

სახდელი გამოიყენება: ამხანაგის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის, სწავლისადმი სისტემატიური ზერელე დამოკიდებულებისა და დაბალი აკადემიური მოსწრებისათვის სკოლაში სიგარეტის, აზარტული თამაშის საშუალებების ან ალკოჰოლური ნივთიერებების შემოტანისთვის.

სკოლის მომსახურებით სარგებლობის პრივილეგიის ჩამორთმევა :

გულისხმობს: სკოლის ცალკეული მომსახურებით სარგებლობის უფლების

წრეობრივი მეცადინეობები, კომპიუტერული ქსელითა და ინტერნეტით სარგებლობა, ექსკურსიაზე წასვლა, სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობა და ა.შ) ჩამორთმევას.

სახდელი გამოიყენება: უცენზურო სიტყვების ხმარებისთვის , სხვა მოსწავლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისა და მოსწავლისთვის შეუფერებელი ჩაცმულობისა და ვარცხნილობისთვის.

ზარალის ანაზღაურება:

გულისხმობს: თანხის გადახდას, თუ შესაძლებელია შეფასდეს მიყენებული ზარალი და/ან მოსწავლის მშობლის მიერ დაზიანებული ნივთის და/ან ინვენტარის შეცვლას ახლით.

სახდელი გამოიყენება: თუ მოსწავლე ხელყოფს სკოლის შენობას და /ან სკოლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.

სკოლა სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემს ინფორმაციას მოსწავლეზე, თუ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და/ან შემოიტანა სკოლაში ნარკოტიკული საშუალება და/ან იარაღი.

მოსწავლის მიერ საგაკვეთილო პროცესისათვის ხელის შეშლა და აქედან გამომდინარე სხვა მოსწავლის სწავლის უფლების და/ან მოსწავლის უფლებების შელახვა, განიხილება როგორც მოსწავლის მიერ ქცევის კოდექსის დარღვევა.

18.3 სკოლის თანამშრომლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ადმინისტრაციული სასჯელები:

შენიშვნა;

სამსახურიდან გათავისუფლება;

მასწავლებლის პირადი განცხადების საფუძველზე ან უამისოდ ამ მუხლის 1, 2, 3, სასჯელები მოეხსნას სასჯელის

18.4 გადაცდომის შედეგებიდან გამომდინარე თანამშრომელს შეიძლება შეეფარდოს სასჯელის ერთ-ერთი ფორმა, მოცემული რიგითობის გაუთვალისწინებლად, მასწავლებელს შეიძლება გამოეცხადოს:

ა)შენიშვნა - ორზე მეტი დაგვიანებისათვის ან ერთი გაკვეთილის გაცდენისათვის.

ბ)საყვედური

მეორე შენიშვნის მიღებისას,

ხუთზე მეტი დაგვიანებისთვის ან ორი და მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის,

პედაგოგიური ეთიკის ნორმების დარღვევისათვის,

სკოლისათვის მატერიალური ზარალის მიყენებისთვის,

უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის,

პედსაბჭოს არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის

სასკოლო დოკუმენტაციის უხარისხოდ წარმოებისათვის,

სწავლლა/სწავლების დაბალი ხარისხისთვის,

დამრიგებლისთვის დაკისრებული მოვალეობათა შეუსრულებლობისთვის.

გ) სასტიკი საყვედური

სისტემატიური დაგვიანებისათვის ან ათზე მეტი გაკვეთილის გაცდენისთვის,

მოსწავლის და/ ან კოლეგის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის,

შინაგანაწესით დაკისრებულ მოვალეობათა სეუსრულებლობისატვის,

საკუთარი სკოლის მოსწავლის, მატერიალური დაინტერესების მიზნით, კერძოდ მომზადებაში,

სკოლისათვის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის

გაკვეთილის ჩაშლისათვის,

პედსაბჭოს ორი ან მეტი სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის,

სწავლება/სწავლის სისტემატიურად დაბალი ხარისხისათვის, დამრიგებლისთვის დაკისრებულ მოვალეობათა სისტემატიურად შეუსრულებლობისთვის.

18.5. მასწავლებელი სამუშაოდან შეიძლება გათავისუფლდეს:

სასტიკი საყვედურის მიღების შემდეგ ისეთი ქმედების ჩადენისათვის,

რაც იმსახურებს ადმინისტრაციულ სასჯელს,

პედაგოგიური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევისთვის,

მოსწავლის და/ ან კოლეგის ფიზიკური და განმეორებით სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის,

სისტემატიური დაგვიანებისა და გაცდენისათვის

უსაფრთხოების წესების ისეთი უხეში დარღვევისათვის, რაც მოსწავლის ან კოლეგის დაზიანების მიზეზი გახდა,

მეცადინეობის სისტემატიური ჩაშლისთვის.

18.6. მშობლის მიერ ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისას, სკოლა უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს;

18.7. მასწავლებელს ადმინისტრაციულ სასჯელს ადებს დირექტორი. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სკოლის დისციპლინარულ კომიტეტში, დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სააპელაციო კომიტეტში და /ან სასამრთლოში.

მუხლი 19. დისციპლინური ( სამსახურებრივი ) შემოწმების წესი

სამსახურებრივი, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის, სასწავლო დისციპლინის შემოწმება არის სკოლის დირექტორის მიერ შიდა კონტროლის მიზნით შექმნილი დროებითი მონიტორინგის ჯგუფის/ დისციპლინური კომიტეტის მიერ სკოლის სისტემაში ნებისმიერი რგოლის ან დასაქმებული პირის საქმიანობის შემოწმება დისციპლინური დარღვევის, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით, მოსწავლის ქცევის კოდექსით განსაზღვრული ქცევის წესების დარღვევის, აგრეთვე სხვა არსებული პრობლემებისა თუ ნაკლოვანებების გამოვლენის მიზნით.

სამსახურებრივი/ დისციპლინური შემოწმების საფუძვლებია:

ა)სკოლაში შემოსული საჩივარი/ განცხადება, სკოლის მანდატურის / დაცვის სამსახურის უფროსის წარდგენილი დარღვევის აღრიცხვის ფურცელი ან ოფიციალურად მიღებული სხვა ინფორმაცია ( გარდა ანანონიმურისა), რომელშიც იკვეთება სკოლაში დასაქმებული პირის, მოსწავლის მიერ დაისციპლინური დარღვევის ფაქტი;

ბ)სკოლის დირექტორის დავალება.

შემოწმების დაწყებიდან ერთი თვის ვადაში დისციპლინური კომიტეტი/დროებითი მონიტორინგის ჯგუფი დირექტორს წარუდგენს დასკვნას.

სკოლის დირექტორის მიერ შექმნილი დროებითი მონიტორინგის ჯგუფს ან/ და დისციპლინური კომიტეტის მიერ შემოწმების შედეგად მომზადებულ დასკვნაზე სკოლის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით რეაგირებისათვის.

მუხლი 20. დისციპლინური პასუხიმგებლობის შეფარდების წესი

  1. დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხს წყვეტს დირექტორი, ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შესაბამისად.
  2. დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომიტეტში.
  3. ამ დისციპლინური პასუხიმგებლობის მოქმედების ვადაა 6 თვე.
  4. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაში დაუშვებელია წახალისების ფორმის გამოყენება;
  5. თუ პირს 6 თვის ვადაში არ იქნა გამოყენებული ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
  6. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი თავისი ინიციატივით, პედაგოგიური ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელსაც შეფარდებული ქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობა.

მუხლი 21. ძალადობის დაუშვებლობა და უსაფრთხოება

    1. დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    2. სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 22. მოსწავლის მშობლისთვის ( კანონიერი წარმომადგელისათვის ) ინფორმაციის მიწოდების მექანიზმი

თითოეული მოსწავლის მშობელს ( კანონიერ წარმომადგენელს ) უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თავისი შვილის ( მეურვეობის ქვეს მყოფის) აკადემიური მოსწრების და დისციპლინის დარღვევის შესახებ კლასის მენეჯერისაგან, დირექტორის მოადგილეებისგან, პედაგოგებისგან. გაეცნოს მონაცემთა ბაზაში განთავსებულ ინფორმაციას.

თითოეული მოსწავლის მშობელს ( კანონიერ წარმომადგენელს ) უფლება აქვს გაეცნოს სკოლის წესდებას და შინაგანაწესს. მიიღოს მისთვის საინტერესო სხვა ინფორმაცია სკოლის საქმიანობის შესახებ სკოლის დირექციისგან.

სკოლის დღის რეჟიმი, გაკვეთილების ცხრილი, მშობელთათვის საჭირო და საინტერესო დებულებები და ბრძანებები, სახელმძღვანელოების სია გამოიკრას თვალსაჩინო ადგილზე ( დერეფანში, საინფორმაციო დაფაზე, კლასებში).

მუხლი 23. დირექტორის განკარგულებათა თანამშრომლადე დაყვანის წესი

დირექტორის განკარგულებათა დაყვანა სკოლის თანამშრომლებამდე ხორციელდება დირექტორის მოადგილეების მეშვეობით 1 კვირის განმავლობაში, თუ შესაბამისი ვადა არ არის მითითებული განკარგულებაში.

მუხლი 24. სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი

თუ სკოლის თანამშრომელი ჯანმრთელობის გაუარესების, გაბედნიერების ან მძიმე ოჯახური პირობების გამო, ან სხვა საპატიო მიზეზით გააცდენს სამუშაოს, იგი ვალდებულია წინასწარ საქმის კურსში ჩააყენოს დირექცია, ხოლო სამსახურში გამოცხადების შემდეგ მიმართოს მას განცხადებით, რომ გაცდენილი დღეები ჩაეთვალოს საპატიოდ. ყველა გაცდენილ საათზე სკოლის თანამშრომელს დაექვითება ხელფასი. თუ იგი წარმოადგენს ცნობას ჯანმრთელობის შესახებ, მაშინ მას ხელფასს აუნაზღაურებს სკოლა.

თუ თანამშრომელი 5 დღზე მეტი ხნით თვითნებურად მიატოვებს სამსახურს, განთავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის დატოვების მეორე სამუშაო დღიდან.

მუხლი 25. სკოლის სპეციალური წესები

1. სკოლა (დირექციის ხელმძღვანელობით) თანამშრომელთა, მოსწავლეთა, მათი მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების), მათი გაერთიანებების, დაცვის სამსახურის/ მანდატურების, სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით და დახმარებით ქმნის ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მუხლი 26. მოსწავლის მშობლის ( კანონიერი წარმომადგენლის ) უფლება მოვალეობანი

ყველა მშობელი ვალდებულია დაემორჩილოს სკოლაში სამოქმედოდ შემოღებულ წესებს, ხელი შეუწყოს სკოლის სასწავლო - აღმზრდელობითი პროცესის ნორმალურ ფუნქციონირებას.

მშობელი უფლებამოსილია მიიღოს აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყოს სკოლას თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის დანერგვა განხორციელებაში.

Britannica.ge - ყველა უფლება დაცულია. 2013