რატომ ჩვენ?
მცირე ინფორმაცია სკოლის შესახებ...
ინგლისური ენის შესწავლა იწყება სწავლების დაწყებით საფეხურზე – I კლასიდან., კვირაში 3 აკადემიური საათი. II კლასიდან 4 აკადემიური საათი კვირაში; ხოლო V-XII კლასებში 7-6 აკადემიური საათი კვირაში.
შიდასასკოლო გამოცდებთან ერთად, მოსწავლეებს ყოველწლიურად უტარდებათ საერთაშორისო სერთიფიკატის მოსაპოვებელი გამოცდის იმიტირება, ე.წ. MOC ტესტები, რომელიც შემდეგ საფეხურებს მოიცავს:
- III
– IV კლასი
–
Starter
- V
კლასი
–
Mover
- VI
კლასი
– Flyer
- VII
-VIII კლასი
–
KET
- IX
-X კლასი
– PET
- XI-XII კლასი –
FCE
მეორე კლასიდან მეთორმეტეს ჩათვლით, ჩვენს სკოლაში ისწავლება რუსული ენა, ხოლო მეშვიდე კლასიდან მოსწავლეებს ასარჩევად ვთავაზობთ მესამე –იაპონური
და ესპანური ენების ოთხწლიან ინტენსიურ კურსს.
სასკოლო პროგრამა პირველივე კლასიდან გამდიდრებულია სხვადასხვა საგნებითა და აქტივობებით:
- თემატური
გაკვეთილები (I-IVკლასი)
- მხატვრული
კითხვა (I-IVკლასი)
- ბიბლიოთეკის
საათი (I-IVკლასი)
- წერა
(I-IVკლასი)
- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები (VII-IX
კლასი)
- სახალისო
მათემატიკა (I-IVკლასი)
- ფსიქოლოგის საათი (I-IVკლასი)
- რელიგიის ისტორია
- მესამე უცხოური ენა (იაპონური, ესპანური)
- ჭადრაკი
- ქართული და სპორტული
- ყოველწლიური თეატრალიზებული პროექტები
VII კლასიდან არსებულ კურიკულუმს ემატება საგანი ‘მეცნიერება’ ინგლისურ ენაზე – Science.
სკოლასა და მის ტერიტორიაზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სკოლის დაცვის თანამშრომელი დღის განმავლობაში,
ხოლო ვიდეოკამერები სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე, უზრუნველყოფს ტერიტორიის
გაკონტროლებას.
უცხო პირები, წინასწარი შეთანხმების გარეშე, სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვებიან.
მოსწავლეს უფლება აქვს დატოვოს სკოლის ტერიტორია, მხოლოდ, სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლის თანხმობის შემთხვევაში.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს.
მშობელს
აქვს საშუალება, ყოველდღიური ინფორმაცია მიიღოს ელექტრონული ჟურნალის (Schoolbook) საშუალებით, საჭიროების შემთხვევაში
ეწოყობა ინდივიდუალური შეხვედრები როგორც კლასის დამრიგებელთან ისე საგნის
პედაგოგებთან. პერიოდულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები პედაგოგებთან და სკოლის
დირექციასთან.