ქართულ - ინგლისური სკოლა ბ რ ი ტ ა ნ ი კ ა

სიახლე

ქართულ-ინგლისურ სკოლა „ბრიტანიკაში" კიდევ ერთ ლამაზ ტრადიციაა. უკვე მეორე წელია ტარდება "მადლიერების კვირეული"

კატეგორია : ბრიტანიკა | ქვეკატეგორია : მადლიერების კვირეული | გამოქვეყნდა: 2024-07-20 02:01:39

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


ქართულ-ინგლისურ სკოლა „ბრიტანიკაში" კიდევ ერთ ლამაზ ტრადიციაა. უკვე მეორე წელია ტარდება "მადლიერების კვირეული"

ქართულ-ინგლისურ სკოლა „ბრიტანიკაში" კიდევ ერთ ლამაზ ტრადიციაა. უკვე მეორე წელია ტარდება "მადლიერების კვირეული"
წელსაც, 15 აპრილიდან 23 აპრილამდე გამოცხადდა „მადლიერების კვირეული“. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ, სკოლის დირექციის და პედაგოგთა ხელშეწყობით დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობები.
სკოლაში მოეწყო მოსწავლეთა ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. აღნიშნულ ღონისძიებაში თითქმის ყველა კლასი იყო ჩართული. გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მოსწავლეებმა სოლიდური თანხა მოაგროვეს. არანაკლები ინტერესი გამოიწვია კულინარიულმა გამოფენა-გაყიდვამ. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით მოამზადეს კულინარიული ნაწარმი, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
ამ აქციებიდან შეგროვებული თანხა მოსწავლეთა გადაწყვეტილებით, გამოყენებული იქნება საქველმოქმედო დანიშნულებით.

ქართულ-ინგლისურ სკოლა „ბრიტანიკაში“ ყველაზე მთავარი ადამიანური ფასეულობებია- სიკეთე, თანადგომა, თანაგრძნობა, მზრუნველობა. ამ ფასეულობებზე იზრდებიან „ბრიტანიკელები“ და შემდეგ, მთელი ცხოვრება დაატარებენ სითბოთი და სიყვარულით სავსე გულებს.





ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: